Monday, 27 January 2014

მითი და რეალობა კონტაქტური ლინზების შესახებ.

კონტაქტურ ლინზებთან დაკაშირებით საზოგადოებაში გავრცელებულია უამრავი მითი და არასწორი ინფორმაცია. შევეცადე მომეძიებინა ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითები, რომლებიც ყველაზე მეტად რეაგირებენ მომხმარებლებზე და მათ შესახებ მესაუბრა. პირადად მეც, სანამ უკეთ გავერკვეოდი ლინზების შესახებ ინფორმაციაში უამრავი არასწორი ინფორმაცია მქონდა მოსმენილი.

დავიწყოთ პირველი არასწორი ინფორმაციით: კონტაქტური ლინზა შეიძლება დაიკარგოს თვალში ან უბრალოდ ამოვარდეს თვალიდან. ეს ინფორმაცია რათქმაუნდა არ შეესაბამება სიმართლეს, კარგად მორგებული და სწორად ჩასმული ლინზა არ ვარდება თვალიდან თავისით და შეუძლებელია სადმე თვალში მისი დაკარგვა.

მეორე არასწორი ინფორმაცია კონტაქტური ლინზა ვნებს თვალს და დროთა განმავლობაში აუცილებლად წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს. საერთოდ ლინზის მოხმარებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა და სწორად მოხმარება. ყველა წესის გათვალისწინების შემთხვევაში (ვადებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის შემთხვევაში) კონტაქტური ლინზა, ისევე როგორც სათვალე, სრულიად უსაფრთხო და უვნებელია.

მესამე და ქალბატონებისათვის საკმაოდ აქტუალური საკითხი: კონტაქტურ ლინზასთან ერთად არ შეიძლება მაკიაჟის მოხმარება. კონტაქტური ლინზის ჩასმისას სასურველია არ გვესვას არანაირი მაკიაჟი, მაგრამ მხოლოდ ჩასმისას. :) შემდგომში, როცა უკვე ჩავისვამთ ლინზებს რათქმაუნდა შესაძლებელია მაკიაჟით დავიმშვენოთ თვალები.

კიდევ ერთი ინფორმაცია: კონტაქტური ლინზის მოვლა რთულია, ხოლო მისი მოხმარება მტკივნეული პროცესია. (იგულისხმება ჩასმისა და ამოღების პროცესი). ლიზის ჩასმა თვალში და მისი ამოღება მომხმარებელს, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო მისი მოხმარება შეიძლება მართლაც გაუჭირდეს, მაგარამ ეს გრძელდება მაქსიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში. შემდგომ ჩასმისა და ამოღების პროცელი იმდენად მართივდება, რომ მექანიკურ ჩვევაში გადასდის მის მომხმარებელს.


კონტაქტური ლინზა როგორც კორექციის საშუალება

ბევრმა ალბათ არც იცის რომ კონტაქტური ლინზებს შეუძლია სათვალის შეცვლა. ხოდა გადავწყვიტე ამ თემაზე მესაუბრა. ჯერჯერობით ქართულ რეალობაში კონტაქტური ლინზების შესახებ კვლავ ცოტა ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა რომ კონტაქტურ ლინზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ როგორც კორექციის საშუალებას.

კონტაქტური ლინზა არაა მხოლოდ თვალისათვის ფერის შეცვლის საშუალება. ლინზებით თავისუფლად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ  სათვალე მიუხედავად იმისა თუ როგორი ნომრიანი ლინზებია მასში მოთავსებული. კონტაქტური ლიზის უპირატესობა სათვალესთან მიმართებაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება როდესაც მაღალნომრიან სათვალეს ვატარებთ, რადგან რაც ურო დიდია სათვალის ნომერი მით უფრო სქელია მისი ლიზები და მით უფრო არაკომფორტული ხდება მისი ტარება. კონტაქტური ლინზა კი აბსოლოტურად არ იცვლის ზომას ნომრების მიხედვით და ის სრულიად შეუმჩნეველი რჩება თვალში მიუხედავად მისი ნომრისა.

თუ სურვილი გაქვთ რომ სათვალე ჩაანაცვლოთ კონტაქტური ლინზით უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში თქვენი სათვალისა და ლიზის ნომერი არ იქნება ერთნაირი,  ლიზისათვის არსებობს ცალკე რეცეპტი. (ნომრებს შორის განსხვავებულობა განპირობებულია იმით, რომ კონ. ლინზას უშუალო კონტაქტი აქვს თვენს თვალთან სათვალის ლინზასთან კი რამდენიმე სანტიმეტრია დაშორება). 

ლინზის რეცეპტის მისაღებად აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ოფთალმოლოგს, რომელიც გარდა საჭირო ნომრებისა დაგვიდგენს სხვა მონაცემებსაც, (როგორიცაა ბაზისური სიმრუდე) რომლებიც აუცილებელია სასურველი ლინზის შესარჩევად.

შემდგომი მნიშვნელოვანი საკითხია ლინზების სწორად მოხმარება, სათვალისაგან განსხვავებით ლინზების მოხმარებისას არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებლობას წარმოადგენს. (ჰიგიენის ნორმები, შენახვის წესები, და ა.შ)
ლინზების შესანახი კონტეინერი
ლინზების მოხმარებისას აუცილებელია ასევე ვადების გათვალისწინება. დაუშვებელია ვადაგასული ლინზების მოხმარება, ხშირ შემთხვევაში ეს სრულიად შეუმჩნეველია ჩვენი თვალისათვის ლინზა არ იხევა, არ დეფორმირდება, იგივენაირად ახდენს კორეგირებას, მაგრამ ვადაგასული ლინზის მოხმარება დროთა განმავლობაში აუცილებლად უარყოფითად აისახება თქვენი თვალის ჯანმრთელობაზე.

ლინზების მოხმარების წესების გათვლისწინება და მათი დაცვა უზრუნვეყოფს მათ კომფორტულად მოხმარებას და სათვალის ჩანაცვლებას უხილავი, კომფორტული საშუალებით.