ბევრმა ალბათ არც იცის რომ კონტაქტური ლინზებს შეუძლია სათვალის შეცვლა. ხოდა გადავწყვიტე ამ თემაზე მესაუბრა. ჯერჯერობით ქართულ რეალობაში კონტაქტური ლინზების შესახებ კვლავ ცოტა ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა რომ კონტაქტურ ლინზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ როგორც კორექციის საშუალებას.
ლინზების მოხმარებისას აუცილებელია ასევე ვადების გათვალისწინება. დაუშვებელია ვადაგასული ლინზების მოხმარება, ხშირ შემთხვევაში ეს სრულიად შეუმჩნეველია ჩვენი თვალისათვის ლინზა არ იხევა, არ დეფორმირდება, იგივენაირად ახდენს კორეგირებას, მაგრამ ვადაგასული ლინზის მოხმარება დროთა განმავლობაში აუცილებლად უარყოფითად აისახება თქვენი თვალის ჯანმრთელობაზე.
კონტაქტური ლინზა არაა მხოლოდ თვალისათვის ფერის შეცვლის საშუალება. ლინზებით თავისუფლად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სათვალე მიუხედავად იმისა თუ როგორი ნომრიანი ლინზებია მასში მოთავსებული. კონტაქტური ლიზის უპირატესობა სათვალესთან მიმართებაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება როდესაც მაღალნომრიან სათვალეს ვატარებთ, რადგან რაც ურო დიდია სათვალის ნომერი მით უფრო სქელია მისი ლიზები და მით უფრო არაკომფორტული ხდება მისი ტარება. კონტაქტური ლინზა კი აბსოლოტურად არ იცვლის ზომას ნომრების მიხედვით და ის სრულიად შეუმჩნეველი რჩება თვალში მიუხედავად მისი ნომრისა.
თუ სურვილი გაქვთ რომ სათვალე ჩაანაცვლოთ კონტაქტური ლინზით უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში თქვენი სათვალისა და ლიზის ნომერი არ იქნება ერთნაირი, ლიზისათვის არსებობს ცალკე რეცეპტი. (ნომრებს შორის განსხვავებულობა განპირობებულია იმით, რომ კონ. ლინზას უშუალო კონტაქტი აქვს თვენს თვალთან სათვალის ლინზასთან კი რამდენიმე სანტიმეტრია დაშორება).
თუ სურვილი გაქვთ რომ სათვალე ჩაანაცვლოთ კონტაქტური ლინზით უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში თქვენი სათვალისა და ლიზის ნომერი არ იქნება ერთნაირი, ლიზისათვის არსებობს ცალკე რეცეპტი. (ნომრებს შორის განსხვავებულობა განპირობებულია იმით, რომ კონ. ლინზას უშუალო კონტაქტი აქვს თვენს თვალთან სათვალის ლინზასთან კი რამდენიმე სანტიმეტრია დაშორება).
ლინზის რეცეპტის მისაღებად აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ოფთალმოლოგს, რომელიც გარდა საჭირო ნომრებისა დაგვიდგენს სხვა მონაცემებსაც, (როგორიცაა ბაზისური სიმრუდე) რომლებიც აუცილებელია სასურველი ლინზის შესარჩევად.
შემდგომი მნიშვნელოვანი საკითხია ლინზების სწორად მოხმარება, სათვალისაგან განსხვავებით ლინზების მოხმარებისას არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებლობას წარმოადგენს. (ჰიგიენის ნორმები, შენახვის წესები, და ა.შ)
![]() |
ლინზების შესანახი კონტეინერი |
ლინზების მოხმარების წესების გათვლისწინება და მათი დაცვა უზრუნვეყოფს მათ კომფორტულად მოხმარებას და სათვალის ჩანაცვლებას უხილავი, კომფორტული საშუალებით.
No comments:
Post a Comment